მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ერთობლივი ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის გაიმართება სემინარი თემაზე - საერთაშორისო სისხლის სამართალი და სამართალწარმოების პროცედურები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში.
სემინარში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები სასამართლოს დაცვის მხარის სიაში (List of Counsel) მოსახვედრად.
სემინარს გაუძღვებიან მაღალი დონის სამართლის ექსპეტრები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციონალური მოწყობა, სამართალწარმოების ეტაპები და პროცესის მონაწილეები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დასაქმების შესაძლებლობა, და სხვა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად, სემინარი მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, თურქეთი, ირანი, ა.შ.
სემინარში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნებისმიერ წევრს, რომელსაც ქონია შემხებლობა საერთაშორისო სისხლის სამართალთან ან მომავალში გეგმავს აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობას.
შენიშვნა: გაცნობებთ, რომ გვაქვს სასიამოვნო სიახლე - პარტნიორ ორგანიზაციასთან მოლაპარაკების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი..
სემინარში მონაწილედ დარეგისტრირდება ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი პირველი 40 ადვოკატი, ვინც ინტერესს გამოხატავს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.imnaishvili@gba.ge არაუგვიანეს 2018 წლის 9 ოქტომბრის 23:00 საათისა.